taon online shop icon logo

შედარება

შედარების სია ცარიელია

დაამატეთ პროდუქტები შესადარებლად

დაამატეთ პროდუქტები შესადარებლად

კალათა

|

კალათა ცარიელია

დაამატეთ პროდუქტები კალათაში

ფავორიტები

ფავორიტები ცარიელია

დაამატეთ პროდუქტები ფავორიტებში

ჩასაშენებელი ტექნიკა – მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები; რა უნდა გავითვალისწინოთ შერჩევის დროს

ჩასაშენებელი ტექნიკა – მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები; რა უნდა გავითვალისწინოთ შერჩევის დროს

ჩასაშენებელი ტექნიკა იდეალური გადაწყვეტაა თანამედროვე, ჰარმონიული და სივრცის მაქსიმალურად ეფექტური გამოყენების მომხრეებისთვის. გაიგეთ რა უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს ჩასაშენებულ ტექნიკას, როგორ დაგეგმოთ მონტაჟი სწორად და რა კრიტერიუმებს უნდა მიაქციოთ ყურადღება არჩევის პროცესში. Taon.ge გთავაზობთ ჩასაშენებელი ტექნიკის სრულ ასორტიმენტს და სწრაფ, უფასო მიწოდებას მთელ საქართველოში.

რა არის ჩასაშენებელი ტექნიკა?

ჩაშენებული ტექნიკა საყოფაცხოვრებო ტექნიკის განსაკუთრებული ტიპია, რომელიც მაგალითად სამზარეულოს დამონტაჟებისას, კარადებსა და დახლებში მაგრდება. ისინი ჰარმონიულად ერწყმის სამზარეულოს კომპლექტს და ქმნის ერთიან სტილს, ამავდროულად ზოგავს სამზარეულოს სივრცეს და უზრუნველყოფს ფუნქციონალურობას.

ჩასაშენებელი ტექნიკის ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ მაშინ უნდა გავითვალისწინოთ, სანამ დასრულდება დენისა და წყლის გაყვანილობები. რაც ნიშნავს რომ ჯერ კიდევ სამზარეულოს დიზაინ-პროექტის შედგენისას, უკვე უნდა ვიცოდეთ სად რომელ ტექნიკას განვათავსებთ. ეს პროცესი მოითხოვს ყველა დეტალის წინასწარ გათვალისწინებას: კარადების სიგანისა და სიმაღლის გამოთვლას შერჩეული ტექნიკის ზომების მიხედვით, გაზქურისა და ნიჟარის დახლის მონიშვნას და იმის უზრუნველყოფას, რომ ჩაშენებული ტექნიკით აღჭურვილი კარადების კარები ადვილად იღებოდეს და ასე შემდეგ.

რომელი ჩასაშენებელი ტექნიკა გამოვიყენოთ?

რათქმაუნდა ჩასაშნებელი ტექნიკის კონკრეტული ტიპების არჩევა დამოკიდებულია სახლის მესაკუთრეების საჭიროებებსა და ცხოვრების წესზე. თუმცა ჩვენ მოგიყვებით ტექნიკაზე, რომელიც იდეალურია ამ კონკრეტულ შემთხვევაში:

ჩასაშენებელი ქურის ზედაპირები

ეს არის ქურის ზედაპირების თანამედროვე ვერსია და იყოფა შემდეგ ტიპებად:

  • გაზის
  • ელექტრო
  • ინდუქციური

მართვის ტიპის მიხედვით – სენსორული ან მექანიკური.
 ზედაპირის მასალა: მინა-კერამიკა, უჟანგავი ფოლადი ან მინანქარი (ემალი).

ქურები ზომის მიხედვით კლასიფიცირდება როგორც:

  • სტანდარტული (58–60 სმ)
  • ვიწრო (ორი კომფორით)
  • ფართო (90 სმ-მდე)

ამ დეტალების გათვალისწინება მნიშვნელოვანია, რადგან წინასწარ უნდა დაიგეგმოს სამზარეულოს ავეჯის ორი ელემენტის – კარადისა და სამზარეულოს დახლის ზომები.

ჩასაშენებელი ღუმელი

მათი განთავსების სტანდარტული ადგილმდებარეობაა:

  • ქურის ზედაპირის ქვეშ
  • მაღალ კარადაში (გულმკერდის დონეზე ან ოდნავ დაბლა)

ეს ვარიანტი ძალიან მოსახერხებელია როგორც საჭმლის მომზადებისას მეტი კომფორტისთვის, ასევე ტექნიკის გაწმენდისას.

სამზარეულოში კუნძლის არსებობისას ხშირად სწორედ ამ ელემენტში ხდება მისი განთავსება.

ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანა

ამ ტიპის ტექნიკა მნიშვნელოვნად ამარტივებს საოჯახო საქმეებს – საჭმლის მომზადების შემდეგ დასუფთავებას.

ჩაშენებული ჭურჭლის სარეცხი მანქანები ხელმისაწვდომია:

  • ვიწრო (45 სმ)
  • სტანდარტული (60 სმ)

მანქანა ნიჟარასთან ახლოს უნდა იყოს ჩაშენებული, რადგან სწორედ აქ მდებარეობს წყლის შესასვლელი და საკანალიზაციოს დრენაჟი.

ჩასაშენებელი მაცივარი

არ არის აუცილებელი მაცივარი იყოს ჩაშენებული, რადგან თანამედროვე მაცივრები ისედაც ძალიან წარმოსაჩენად გამოიყურება. თუმცა, თუ გსურთ ინტერიერის ჰარმონიის შენარჩუნება, რეკომენდებულია ჩაშენებული ვარიანტი.

აუცილებლად გაითვალისწინეთ: ჩაშენებული მაცივრები მოცულობით უფრო პატარაა, ვიდრე ცალკე მდგომი მოდელები.

ჩასაშენებელი სარეცხი მანქანა

თუ აბაზანა პატარაა და სამზარეულო ფართო, სარეცხი მანქანა შეგიძლიათ სამზარეულოს კარადებში მოაქციოთ. სასურველია მისი ნიჟარასთან ახლოს დამონტაჟება, რათა თავიდან აიცილოთ გრძელი წყალსადენი მილების საჭიროება.

‼️ აუცილებელია: არ არის რეკომენდებული სარეცხი მანქანის განთავსება ქურის ან ღუმელის ქვეშ!

ჩასაშენებელი მიკროტალღური ღუმელი

ყველაზე გავრცელებული ვარიანტებია:

  • ჩაშენებული ღუმელის ზემოთ
  • სამზარეულოს კუნძულის კარადაში
  • კარადის ქვედა იარუსში, ქურის ქვეშ

ჩასაშენებელი გამწოვი

რათქმაუნდა ქურის ზემოთ თავსდება. ჩასაშენებელი ვარიანტის გამოყენება იდეალურია სამზარეულოს ინტერიერის ჰარმონიულობისთვის.

ჩასაშენებელი ტექნიკის დადებითი მხარეები

სივრცის დაზოგვა

ეს უმნიშვნელოვანესია თუ გაქვთ პატარა სამზარეულო.
 ჩაშენებული ტექნიკა ნაკლებ ადგილს იკავებს და სივრცის ეფექტურ გამოყენებას უზრუნველყოფს.

სამზარეულოს ესთეტიკური იერსახე

კარადების ფასადების მიღმა დამალული ტექნიკა არ არღვევს ინტერიერის სტილს.
 იქმნება მოწესრიგებული და ჰარმონიული ვიზუალი.

ფუნქციონალურობა

ჩასაშენებელი და ცალკე მდგომი ტექნიკა ფუნქციურად ერთგვაროვანია, თუმცა ჩაშენებული მოდელები ხშირად ინტეგრირებულია ჭკვიანი სახლის სისტემებში.

მარტივი გაწმენდა

ნამსხვრევები და შხეფები არ ხვდება ტექნიკასა და ავეჯს შორის ნაპრალებში. დასუფთავება შემოიფარგლება კარადის ფასადებისა და სამუშაო ზედაპირის წმენდით.

უარყოფითი მხარეები

ღირებულება

ჩასაშენებელი ტექნიკა ხშირად უფრო ძვირია, თუმცა დაბალფასიანი მოდელებიც არსებობს.

მონტაჟის სირთულე

მონტაჟდება ავეჯის აწყობის პროცესში და მოითხოვს ტექნიკოსების ჩართულობას.

შეკეთებისა და შეცვლის სირთულე

ზოგჯერ ტექნიკის გამოსაღებად საჭიროა კარადის გარკვეული ელემენტების დაშლა.

რა უნდა გააკეთოთ ჩაშენებული ტექნიკის არჩევამდე?

  • დაადგინეთ თქვენი რეალური საჭიროებები
  • ზუსტად გამოთვალეთ ზომები – გაზომვა და დიზაინი პროფესიონალებს მიანდეთ
  • გაითვალისწინეთ ენერგოეფექტურობა
  • წაიკითხეთ მიმოხილვები – გაგებით მიიღებთ სხვა მომხმარებლების გამოცდილებას

სად შეიძენთ ჩასაშენებელ ტექნიკას?

ონლაინ მაღაზია taon.ge გთავაზობთ ჩასაშენებელი ტექნიკის ფართო არჩევანს შემდეგ კატეგორიებში:
ჩასაშენებელი ქურის ზედაპირები, ღუმელი, გამწოვები, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, სარეცხი მანქანა, მაცივარი, მიკროტალღური ღუმელები.

გადახდა და მიწოდება

ჩვენს კატალოგში შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი ჩასაშენებელი ტექნიკა და გქონდეთ ხარისხის გარანტია.
 taon.ge-ზე მოქმედებს გადახდის მოხერხებული ფორმები:

  • ბარათით გადახდა, გადარიცხვაა
  • თბს, საქართველოს და კრედო ბანკების ონლაინ განვადება

შერჩეულ ტექნიკას უფასოდ მოგაწვდით საქართველოს ნებისმიერ ლოკაციაზე.


უფასო მიწოდება
დახმარება
24/7
დაცული გადახდა
ორიგინალი პროდუქტები
მეტი ქულები და საჩუქრები
მეტი ფასდაკლება

ჩვენ ვიღებთ

Bank of Georgia BOG
TBC Bank TBC
Credo Bank Credo

დაცული და საიმედო

დაშიფრული კავშირი
დაცული გადახდები
© 2025 ყველა უფლება დაცულია.