მოულოდნელი სტუმარი და გამოსავალი Taon.ge-სგან
როგორ უნდა მოვასწროთ ხუთ წუთში ის, რასაც ნორმალური ადამიანები მთელ დღეს ანდომებენ? როცა მოულოდნელი სტუმარი კართან დგას და სახლში ქაოსია, Taon.ge-ს საყოფაცხოვრებო ტექნიკა თქვენი საუკეთესო დამხმარეა. აღმოაჩინეთ ჭკვიანი გადაწყვეტილებები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას გაამარტივებს.
მოულოდნელი სტუმარი და გამოსავალი Taon.ge-სგან
ვის არ ჰქონია მომენტი, როცა გრძელი, დამღლელი კვირის პარასკევ საღამოს, საყვარელ საღამურში და ფუმფულა ხალათში გახვეულთათვის - კარგი ფილმის ყურებისას, ნანატრი სიმშვიდე წამში გაუფანტავს ერთ მოკლე შეტყობინებას: „ხუთ წუთში მანდ ვართ!“
და რატომ მაინცდამაინც ახლა? როცა მთელი კვირაა ხელი არაფრისთვის მიხლია - სახლის საფუძვლიანად დალაგების დღე ხომ შაბათია?! როგორ დავამარცხოთ მთელი კვირით უგულებელყოფილი არეულობა მინიმალურ დროში?
სწრაფი დასუფთავება: რობოტი მტვერსასრუტი თქვენს სამსახურში
“მტვერი მტვერია, თუ არ შეეხები – არც ის შეგეხება.“
ეს “შეგონება” ზარმაცი მასპინძლის თვითგადარჩენის ინსტიქტითაა ნაკარნახები, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ის გვირჩევნია, რომ ჩვენი ახლობლები ჩვენთან საუბრით გაერთონ და არა იატაკზე რამდენიმე ფენად შემოლაგებული მტვრის თვალიერებით.
თუ მართლა მსგავსი გასაჭირი გაქვთ, რობოტი მტვერსასრუტი თქვენს საუკეთესო მეგობრად იგულეთ. სანამ თქვენ ჭურჭლის სარეცხი მანქანიდან გაპრიალებულ ჭიქებს ამოალაგებთ, ის ჩუმად და უპრეტენზიოდ გააქრობს თქვენი მოუცლელობის კვალს.
და თუ ამ ბმულს გაყვებით, ბევრ ისეთ ნივთს აღმოაჩენთ, რომელიც უკვე დიდი ხანია გჭირდებათ.
ყავა, რომელიც „პატიებას“ მოგაპოვებინებთ
გაუფრთხილებლად მობრძანებული სტუმრების პირველი შეკითხვა ხომ იცით? - „ხომ არ შეგაწუხეთ?“. თქვენი არ ვიცი და მე რა შემაწუხებს როცა ყავის აპარატი მეგულება სამზარეულოში.
მაგრამ თუ თქვენ ახლად დაფქვული ყავის მარცვლების არომატი უფრო გიყვართ, ყავის საფქვავია თქვენი ხსნა. როგორც კი ოთახში ახლად დაფქული და მომზადებული ყავის სურნელი დატრიალდება, შეუძლებელია ისევ რამე ნეგატიურზე იფიქროთ.
მინიმალურ დროში გაშლილი სუფრა - აეროგრილის სასწაულები
თუ მაცივარში მხოლოდ სინათლე და მზა კერძის სახით ახლახანს დაჭრილი ერთი კიტრი გეგულებათ, ნუ ჩავარდებით პანიკაში. მულტიფუნქციური აეროგრილი (Air Fryer) სასწაულებს ახდენს.
- ნებისმიერი სახის ბოსტნეული
- გაყინული ნახევარფაბრიკატები
- თევზეული ან ქათმის ფრთები
ეს ყველაფერი ძალიან მალე დაამშვენებს თქვენს სუფრას და კომპლიმენტსაც დაიმსახურებთ რიტორიკული კითხვის სახით - “ამდენს როგორ ასწრებ?”
ბოლო აკორდი: ჯანსაღი და იაფი სასუსნავები
რადგანაც ერთი სული გქონდათ დივანზე გემრიელად მოკალათებულიყავით, მაღაზიებში არც კი შეგირბენიათ, რომ სასუსნავები წამოგეღოთ. სახლშიც შეიძლება მოამზადოთ პირის ჩასატკბარუნებელი ნუგბარი, რომელიც ბევრად ჯანსაღი და იაფი იქნება.
ჯანსაღი “ჩიფსების” მომზადებაში ხილის დეჰიდრატორი დაგეხმარებათ - ჩირეული შეგიძლიათ წინასწარ გაამზადოთ. თუ ხილის თხევადი სახით მირთმევას ამჯობინებთ, რათქმაუნდა წვენსაწური უნდა იქონიოთ. და თუ ნაყინი მოგინდათ, გამოიყენეთ ნაყინის აპარატი.
სტუმარი ღვთისაა, კარგი ტექნიკა კი - taon.ge-სა!
არ აქვს მნიშვნელობა, დაუპატიჟებელი სტუმარი გეწვევათ თუ უბრალოდ საკუთარი თავის განებივრება გინდათ, ყველაფერი, რაც ცხოვრებას გაგიმარტივებთ, ამ მისამართზეა.
თქვენთვის ვინ არის ის „დაუპატიჟებელი მეგობარი“, რომელიც ყოველთვის ყველაზე შეუფერებელ დროს ჩნდება?