საინტერესო ფაქტები ნაძვის ხის შესახებ
რა არის ახალი წელი ბრჭყვიალა, მორთული ნაძვის ხის გარეშე?
ოდესმე დაფიქრებულხართ, საიდან გაჩნდა ახალი წლისთვის ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია? აქ გაგაცნობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ნაძვის ხის შესახებ.
პირველი ნაძვის ხე ისტორიაში
1510 წ. - ეს არის წელი როდესაც პირველად გაჟღერდა ინფორმაცია საშობაო ნაძის ხის შესახებ. ეს ლატვიის ქალაქ რიგაში, შობის დღესასწაულზე მოხდა. თუმცა, ნაძვის ხის შესახებ ინფორმაცია ძველი ეგვიპტიდანაც მოდის.
მე-16 საუკუნის ბოლო - მარტინ ლუთერი ნაძვის ხეს სანთლებით ამშვენებს და შვილებს აჩვენებს, რათა აჩვენოს თუ როგორ ციმციმებენ ვარსკვლავები ბნელ ღამეში.
პირველი ნაძვის ხე საქართველოში
საქართველოში პირველი ნაძვის ხე 1900 წელს აფხაზეთში, სოხუმში დაიდგა. მისი ამსახველი შავ-თეთრი ფოტო ლონდონის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული. ეს ტრადიცია საქართველოში კუპერების ოჯახმა შემოიტანა ინგლისიდან. რაც შეეხება ნაძვის ხის მორთვას, იმ პერიოდში ნაძვის ხე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დროშით ირთვებოდა.
ნაძვის ხის მორთულობა
თავდაპირველად საშობაო ნაძვის ხეებს ყვავილებით ამშვენებდნენ. ზოგიერთი წყაროს ცნობით მათ ვაშლებითაც რთავდნენ. დეკორაციებად ასევე იყენებდნენ თხილსა და ტკბილეულს, რომლებსაც საბოლოოდ ბავშვები მიირთმევდნენ. გირლიანდების ნაცვლად ასევე გამოიყენებოდა სანთლები, რაც ხშირად ხანძრის მიზეზი ხდებოდა. ახალი წლის ნაძვის ხეზე ხილი და ფიჭვის გირჩები, სავარაუდოდ კეთილდღეობისა და სიუხვის სიმბოლოს წარმოადგენდა.
ნაძვის ხე - როგორც სამკურნალო საშუალება
აროჩნდა რომ ახალგაზრდა ნაძვის ხის წიწვები უფრო მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ლიმონი. ზოგიერთი წყაროს თანახმად, სწორედ ფიჭვის ღვინო დაეხმარა ცნობილი მკვლევარის, კაპიტანი ჯეიმს კუკის ეკიპაჟს, წარმატებით დაემარცხებინა სურავანდი - C ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული დაავადება.
ნაძვის ხე ასუფთავებს ჰაერს
ნაძვი ჰაერის შესანიშნავი გამწმენდია, იგი აშორებს მტვერს და ალერგიით დაავადებულთათვისაც კი სასარგებლოა. თუმცა ნუ იყიდით ქოთნის ნაძვს იმ იმედით, რომ ის თქვენს სახლშიც დიდხანს იცოცხლებს. სამწუხაროდ, ასეთი ხეები სახლის პირობებში დიდხანს ვერ გაძლებს, და ამ სიტუაციაში, ხმობის შედეგად, არა ჰაერის გამწმენდი, არამედ მტვერის წყაროა. ამიტომაც ახალი წლის დღესასწაულის გალამაზებას ხელოვნურ ნაძვის ხით გირჩევთ.
ნაძვის ხის სიცოცხლის ხანგრძლივობა
ნაძვის ხეები 300–400 წელი ცოცხლობენ. ზოგიერთი მრავალწლიანი ხე 500 წელს აღწევს. ერთი ნაძვის გაზრდას კი 15 წელი სჭირდება. და სანამ ცოცხალი ნაძვის ხის დეკორაციად გამოყენებას გადავწყვეტთ, უმჯობესია დავფიქრდეთ რა ზიანს ვაყენებთ ამით ბუნებას და რამდენი წლით ვახანგრძლივებთ წიწვოვანი ტყის აღდგენის პროცესს.
ყველაზე ძვირადღირებული ნაძვის ხე ისტორიაში
ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული საშობაო ნაძვის ხე 2010 წელს აბუ დაბიში, Emirates Palace-ის სასტუმროში დაიდგა. მისი ღირებულება 11 მილიონი დოლარი იყო. რა თქმა უნდა, თავად ნაძვის ხე არც ისე ძვირი ღირდა. თუმცა, ის ოქროსა და ძვირფასი ქვებით იყო მორთული.
ყველაზე მაღალი ნაძვის ხე
2007 წელს, რიო-დე-ჟანეიროში, ლაგოა როდრიგო-დე-ფრეტასზე მსოფლიოში ყველაზე დიდი მცურავი ნაძვის ხე დაიდგა. მისი სიმაღლე 85 მეტრი იყო და ორ მილიონზე მეტი ნათურით იყო მორთული.
გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხელოვნური ნაძვის ხე 2009 წელს მეხიკოში დაიდგა. მისი სიმაღლე 110,35 მეტრი იყო - ეს იგივე სიმაღლეა რაც 40-სართულიანი შენობა.
პირველი ხელოვნური ნაძვის ხე
პირველი ხელოვნური საშობაო ნაძვის ხეები ბატის ბუმბულისა და მავთულებისგან დაამზადეს. 1892 წელს კი ამერიკელმა ინჟინერმა თომას ედისონმა და მისმა ასისტენტმა ედვარდ ჯონსონმა პატარა ნათურებისგან პირველი გირლიანდა შექმნეს.
სად შევიძინოთ ხელოვნური ნაძვის ხე?
ახალი წლისთვის ხელოვნური ნაძვის ხის არჩევა ყველაზე მარტივად შეგიძლიათ ონლაინ, სადაც მრავალფეროვანი დიზაინი, ზომა და ფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. თუ ეძებთ გამძლე, ხარისხიან და ხელმისაწვდომ ფასში ნაძვის ხეს, ინტერნეტ მაღაზიები გთავაზობთ დიდ არჩევანს, სწრაფ მიწოდებას და მოქნილ გადახდის მეთოდებს. ხელოვნური ნაძვის ხის შეძენამდე შეგიძლიათ შეადაროთ სხვადასხვა მოდელი, ნახოთ მომხმარებელთა შეფასებები და აირჩიოთ ისეთი ნაძვის ხე, რომელიც იდეალურად მოერგება თქვენს სივრცეს და დეკორის სტილს.
ქვემოთ მარტივად შეძლებთ დაამატოთ შესაბამისი ლინკები კონკრეტულ კატეგორიებზე:
ხელოვნური ნაძვის ხეები:
ნაძვის ხის სათამაშოები და დეკორი
გირლიანდები და საახალწლო განათება
შერჩეულ ნაძვის ხეს მოგაწვდით საქართველოს ნებისმიერ ლოკაციაზე, უფასოდ.