მოძიება...
შედეგები არ მოიძებნა
მოძიება...
შედეგები არ მოიძებნა
სცადეთ სხვა საძიებო სიტყვა
დაამატეთ პროდუქტები შესადარებლად
დაამატეთ პროდუქტები კალათაში
დაამატეთ პროდუქტები ფავორიტებში
ახალი წლის მოახლოება განსაკუთრებულ ემოციას იწვევს თითოეულ ადამიანში, ხოლო ნაძვის ხე არის მთავარი სიმბოლო, რომელიც ამ დღესასწაულს ნამდვილ ჯადოსნურ ელფერს სძენს. taon.ge გთავაზობთ საახალწლო და საშობაო ნაძვის ხეების ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში – მრავალფეროვანი მოდელებით, ზომებითა და დიზაინებით, ყველა გემოვნებისა და ბიუჯეტისთვის.
ჩვენთან ნახავთ როგორც კლასიკურ მწვანე, ისე დათოვლილ ნაძვის ხეებს – გირჩის გაფორმებით, კენკრიანი ტოტებით ან ელეგანტური სადა მოდელების სახით. ხელმისაწვდომია ზომები:150 სმ, 180 სმ, 210 სმ, 240 სმ და 270 სმ.
თითოეული ნაძვის ხე დამზადებულია ხარისხიანი მასალისგან – ხელმისაწვდომია როგორც სრულად სილიკონის ტოტებით (PE),მხოლოდ PVC, ასევე შერეული მოდელები (PE + PVC).
taon.ge-ზე თითოეული ნაძვის ხე შექმნილია ხარისხის სტანდარტების მაქსიმალური დაცვით. ჩვენი პროდუქცია სერტიფიცირებულია, გამოყენებული მასალა არ იწვევს ალერგიას და სრულიად უსაფრთხოა რაც განაპირობებს ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას ოჯახში.ამავდროულად მრავალწლიანი გამოყენების შემდეგაც კი ინარჩუნებს ფორმასა და ფერს.
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ დეტალებს, დაბურვის ხარისხსა და ტოტების რეალისტურ იერსახეს. შედეგი — ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებული, ელეგანტური და მდიდრული ნაძვის ხეები, რომლებიც თქვენი სახლის დიზაინის მნიშვნელოვან ელემენტად იქცევა.
taon.ge-ზე წარმოდგენილია არჩევანი ყველა ტიპის მომხმარებლისთვის — როგორც მინიმალისტური სტილის ისე მდიდრული დეკორის მოყვარულთათვის. დაბურული, ნახევრად დაბურული ან მსუბუქი ფორმის მოდელებით შეძლებთ თქვენთვის იდეალური ნაძვის ხის შერჩევას.
ჩვენთან ნაძვის ხეების ფასები იწყება მხოლოდ 29 ლარიდან. ხელმისაწვდომია ყველა ზომა — 120 სმ-დან 300 სმ-მდე. ისარგებლეთ ჩვენი საახალწლო ფასდაკლებით და მოქნილი განვადებით – აქციეთ თქვენი ახალი წელი დასამახსოვრებელ დღესასწაულად ბიუჯეტურ ფასებში.
ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია ევროპიდან, უფრო კონკრეტულად კი გერმანიიდან მოდის. ლეგენდის თანახმად, ამ ტრადიციას საფუძველი მარტინ ლუთერმა ჩაუყარა, რომელმაც პირველად დაამშვენა ნაძვის ხე სანთლებითა და ვარსკვლავებით, როგორც შობის სიმბოლო. დღეს ეს ტრადიცია მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ოჯახში ინარჩუნებს სიხარულისა და მოლოდინის მაგიას.
საახალწლო ნაძვის ხე არის სიხარულის, იმედისა და საოცარი მოლოდინებით სავსე მომავალი წლის სიმბოლო. შეიძინე შენი იდეალური ნაძვის ხე taon.ge-ზე და შექმენი დაუვიწყარი საახალწლო ატმოსფერო შენთვის და შენი ოჯახისათვის!
ჩვენ ვიღებთ
დაცული და საიმედო