მოძიება...
შედეგები არ მოიძებნა
მოძიება...
შედეგები არ მოიძებნა
სცადეთ სხვა საძიებო სიტყვა
დაამატეთ პროდუქტები კალათაში
დაამატეთ პროდუქტები ფავორიტებში
ამ კატეგორიაში თქვენ ნახავთ თავის მოვლის რუტინისთვის განკუთვნილ ტექნიკას, როგორც ქალების ასევე მამაკაცებისთის.
ესაა ქვეკატეგორია და აქ შეძლებთ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ფენი ან სტაილერი.
ფენი (თმის საშრობი) გამოიყენება თმის სწრაფად გასაშრობად. მას აქვს ჰაერის ძლიერი ნაკადი, ტემპერატურისა და სიჩქარის რეჟიმები და ძირითადად ამზადებს თმას ვარცხნილობის შესაქმნელად. მაგალითად Dyson HD07 Supersonic Hair Dryer, ფენი რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით.
სტაილერი განკუთვნილია ვარცხნილობის შესაქმნელად. ის აძლევს თმას სასურველ ფორმას, ქმნის კულულებს, ტალღებს ან მატებს მოცულობას და ხშირად რამდენიმე ფუნქციასაც აერთიანებს ერთ მოწყობილობაში. მაგალითად Dyson HS05 Airwrap Multi-styler, სახვევი/სტაილერია, რომელიც სხვადასხვა ვარცხნილობის (ტალღები, მოცულობა, სწორი თმა) გაკეთების საშუალებას იძლევა, თმის დაზიანების გარეშე.
ამ კატეგორიაში შეგიძლიათ აირჩიოთ თმის გასასწორებელი უთო ან თმის სახვევები.
მაგალითად Dyson Airstrait HT01 Hair Straightener, ეს არის თმის უთო, რომელსაც იყენებენ პროფესიონალები, ის არ აზიანებს თმას, რადგან შრობის პარალელურად ატენიანებს მას. არსებობს ბიუჯეტური ვარიანტებიც, Sencor SHI, DSP, ელექტრო თმის უთო 10265 და 10349 Model-ები, ისინი განსხვავდება სიჩქარით, ფირფიტის მასალით (ალუმინი, ტიტანი), ან დიზაინით.
თმის სახვევებიდან ხელმისაწვდომია FRANKO-სა და სხვათა ბრენდების სახვევები. ასევე აქ ნახავთ ელექტრო თმის სავარცხლებს სხვადასხვა დიზაინით.
ეს ქვეკატეგორია მეტწილად მამაკაცებს ეთმობათ.
წვერსაპარსი გამოიყენება წვერის სრულად გასაპარსად და თმას კანის ზედაპირთან მაქსიმალურად ახლოს ჭრის. შედეგი კი არის სუფთა და გლუვი კანი. ტრიმერი განკუთვნილია წვერის ან თმის სიგრძის კონტროლისა და ფორმირებისთვის. ის არ პარსავს სრულად, არამედ ინარჩუნებს სასურველ სიგრძეს და ფორმას. მაგალითად Philips OneBlade QP2520/65 Waterproof Beard Shaver & Trimmer, ერთდროულად არის ტრიმერიც და საპარსიც, რომელიც ჭრის თმას სხვადასხვა სიგრძეზე. ან ტრიმერი (მაგ. Remington PG2000), ასევე ძირითადად გამოიყენება წვერის სიგრძის კონტროლისა და ფორმის მიცემისთვის.
ჩვენ ვიღებთ
დაცული და საიმედო