ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ მეორადი iPhone-ის შეძენისას

Taon.ge

31-10-2024

blog

დღესდღეობით, მეორადი iPhone-ის შეძენა სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან ეს არის ეკონომიური არჩევანი, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მაღალი ხარისხის სმარტფონი შედარებით დაბალ ფასად. 

 ამ ბლოგში გაეცნობით იმ მნიშვნელოვან ასპექტებს, რაც უნდა გაითვალისწინოთ მეორადი iPhone-ის შეძენისას:

.

1. ავთენტურობის გადამოწმება 


მეორადი iPhone-ის შეძენისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ავთენტურობაა. ბაზარზე გვხვდება არაორიგინალი მოდელები, ამიტომ მნიშვნელოვანია გადაამოწმოთ მოწყობილობის თითოეული დეტალი:
• IMEI და სერიული ნომერი: შეგიძლიათ ეს მონაცემები გადაამოწმოთ Apple-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც ნახავთ დამატებით ინფორმაციას მოდელის შესახებ;
• Apple-ის ლოგო: ავთენტურ iPhone-ზე ლოგო დახვეწილი და მკვეთრია. ყალბი მოდელები ხშირად შეიცავენ დაბალი ხარისხის ლოგოს ან დეტალებს, რომლებიც ორიგინალისგან განსხვავდება;
• Touch ID და Face ID: ორიგინალ iPhone-ს აქვს განსაკუთრებული უსაფრთხოების ფუნქციები, როგორიცაა Touch ID ან Face ID. თუ ეს ფუნქციები არ არის გამართული, შესაძლოა მოწყობილობა ავთენტური არ იყოს. 

2. iPhone-ის ბატარეის ჯანმრთელობა 

მეორადი iPhone-ის ბატარეის მდგომარეობა კრიტიკული ფაქტორია. დროთა განმავლობაში, ბატარეები კარგავენ ტევადობას და მათი გამოცვლა ხდება საჭირო. ბატარეის ჯანმრთელობის შესამოწმებლად გადადით Settings > Battery > Battery Health მენიუში. რეკომენდებულია ბატარეის ჯანმრთელობა არ იყოს 80%-ზე დაბალი, რათა მოწყობილობა ხანგრძლივად გამოიყენოთ და მისი დამუხტვის საჭიროება ნაკლებად შეგექმნათ. 

3. iCloud და Apple ID

მეორადი iPhone-ის შეძენისას საჭიროა დარწმუნდეთ, რომ ტელეფონში iCloud ანგარიში არ არის ჩართული და Apple ID არ არის დაკავშირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა სირთულეები შეგექმნათ მის გამოყენებასა და დარეგისტრირებაში. როგორ მოვიქცეთ? 

• დარწმუნდით, რომ iPhone-ში iCloud ანგარიში არ არის ჩართული და ყველა პირადი ინფორმაცია წაშლილია; 

• გადაამოწმეთ, რომ არ იყოს ჩართული „Find My iPhone“ ფუნქცია, რადგან ჩართული ფუნქციის შემთხვევაში მოწყობილობაზე სრულ წვდომას ვერ მიიღებთ, განსაკუთრებით თუ ამ ფუნქციით ის სხვა მომხმარებლის Apple ID-ზეა დაკავშირებული. 

დამატებით კი, მნიშვნელოვანია შეამოწმოთ სმარტფონის სხვა ისეთი დეტალები, როგორებიცაა: ეკრანის ხარისხი, კორპუსის მდგომარეობა და კამერის ხარისხი.

.

 სად შეძლებთ საუკეთესო მეორადი iPhone-ის შეძენას? 

თუ თქვენ ეძებთ სანდო და ხარისხიან მეორად iPhone-ს, ეწვიეთ ონალიან მაღაზია TAON-ის ვებგვერდს. ჩვენთან გელოდებათ მრავალფეროვანი მოდელები, რომლებიც გადამოწმებულია, გამართულია ტექნიკურად და პროგრამულად და რაც მთავარია, ხელმისაწვდომია საუკეთესო ფასად. 

 მიიღეთ გარანტირებული ავთენტურობა და გამორჩეული სერვისი – TAON-ზე ყველაფერია თქვენი სურვილებისთვის! 

ყველა პოსტის ნახვა