წესები და პირობები

წინამდებარე დოკუმენტი არის Taon-ის ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები.

წინამდებარე დოკუმენტი არის ორმხრივად მავალდებულებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მომხმარებელსა და შპს „ტა-ონ“ შორის. შპს „ტა-ონ“ (ს.ნ.445671149) რეგისტრირებული მისამართი - ქ. ბათუმი ფრ.ხალვაშის გამზირი N322 ბ25.

შპს „ტა-ონ“ წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც „Taon”.

Taon-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და Taon-ს სხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება Taon-ს სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი, თუმცა, ამასთან Taon მომხმარებელს მიმართავს თხოვნით, შენიშვნები მიაწოდოს ელექტრონულ ფოსტაზე.

დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია Taon-ს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. Taon-ს გუნდი მზად არის მომხმარებელს კითხვებზე გასცეს დეტალური პასუხი.

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

  • • Taon (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებ-გვერდი“) - საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „ტა-ონ“, საიდენტიფიკაციო კოდი 445671149, რეგისტრირებული: ქ. ბათუმი ფრ.ხალვაშის გამზირი N322 ბ25.
  • • მომხმარებელი - იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს Taon-ზე განთავსებული პროდუქცია.
  • • მომხმარებლის თანხმობა - წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
  • • მესამე პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
  • • პირდაპირი მარკეტინგი - ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების შეთავაზება.

მომხმარებლის მიერ გაკეთებული თითოეული შეკვეთა წარმოადგენს ცალკეულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი და შპს „ტა-ონ“. შეკვეთის გაფორმებისას გენერირდება ნასყიდობის საგანი, მისი ღირებულება და მიწოდების ადგილი.

მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმება და პროდუქციის შეძენა

Taon-ს პროდუქციის საფასურის გადახდის მიზნით გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი პროდუქციის მისთვის შეუფერხებლად მიწოდების განხორციელების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა ან/დასაკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.

მომხმარებელი მის მიერ შეძენილი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას შეძლებს მის პირად გვერდზე.

Taon იტოვებს უფლებამოსილებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

მომხმარებლის მიერ პროდუქტის საფასურის გადახდის შემდგომ შეძენილ ნივთზე საკუთრების უფლება სრულად გადადის მომხმარებელზე.

შეძენილი პროდუქციის გაცვლისა და დაბრუნების წესები მომხმარებელს შეუძლია იხილოს დაბრუნების პირობების გვერდზე .

შეძენილი პროდუქციის მიწოდების წესები და პირობები

მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ შეძენილი პროდუქციის მიწოდებას განახორციელებს შპს „ტა-ონ“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 445671149, რეგისტრირებული: საქართველო, ბატუმი,ფრიდონ ხალვაშის გამზირი N322 ბ25

მიწოდების ხელშეკრულების მხარეები არიან მომხმარებელი და შპს „ტა-ონ“.

Taon, საკურიერო მომსახურების გაწევის მიზნით, მომხმარებლის შესახებ მისთვის ცნობილ, პერსონალური ხასიათის კონფიდენციალურ ინფორმაციას, კერძოდ, მომხმარებლის სახელს, გვარს, მისამართსა და ტელეფონის ნომერს მიაწოდებს საქართველოში არსებული წამყვან საკურიერო კომპანიებს

Taon მომხმარებლის მიერ შეძენილ პროდუქციას გადასცემს საკურიერო კომპანიას რომელიც ახორციელებს პროდუქციის ტრანსპორტირებას მითითებულ მისამართზე. Taon-ს პასუხისმგებლობა სრულდება პროდუქციის მომხმარებელზე გადაცემის დროს.ნივთის ჩაბარებამდე პროდუქციის დაკარგვისა და დაზიანების რისკი სრულად გადადის შპს „ტა-ონ“-ზე

კონფიდენციალური ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის შესახებ პოლიტიკა მომხმარებელს შეუძლია იხილოს კონფიდენციალური პოლიტიკის გვერდზე.

მომსახურების მიღება

შეძენილი პროდუქციის მიღება მომხმარებელს შეუძლია როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დღეებში.

მომხმარებლის მიერ Taon-ს ვებგვერდიდან საღამოს 19:00 საათამდე შეძენილი პროდუქციის მიწოდება, ბათუმის ტერიტორიაზე, განხორციელდება იმავე დღეს, ხოლო 19:00 საათის შემდეგ შეძენილი პროდუქციის მიწოდება, - მეორე დღეს.

დიდსა და პატარა რეგიონებში, Taon-ს ვებგვერდიდან შეძენილი პროდუქციის მიწოდება ხდება 3 - 5 სამუშაო დღეში, ხოლო მაღალმთიანი რეგიონის შემთხვევაში, 7 - 10 სამუშაო დღეში.

საკურიერო მომსახურება საქართველოს მასშტაბით უფასოა.

ანგარიშსწორების წესი

ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ Taon-ზე არსებული გადახდის მეთოდებით,(კურიერთან გადახდა,განვადებით გადახდა,ნაწილ-ნაწილ გადახდა,ბარათით გადახდა,საბანკო გადარიცხვა)სასურველი გადახდის მეთოდის არჩევით.

შეკვეთის გაფორმებისას მომხმარებელი ვებგვერდიდან გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს მისთვის სასურველ გადახდის მეთოდს. საკუთარი ბარათის ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ.

Taon-ს არ აქვს წვდომა როგორც ანგარიშსწორების გვერდზე, ასევე მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე.

ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება.

ანგარიშსწორების დასრულების შემდგომ მომხმარებელი მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებს დასტურს შეკვეთის წარმატებით დასრულების შესახებ.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

Taon შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყოფს თავდაცვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, თუმცა არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე დაცული მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე, მესამე პირების მიერ მიყენებულ ზიანზე, მათ მიერ მომხმარებლისათვის შეთავაზებულ მომსახურებაზე.

Taon პასუხისმგებელი არ არის, რომ ვებგვერდი ან მომსახურება მომხმარებლისათვის იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი და არ იძლევა გარანტიას, რომ ვებგვერდს არ ექნება პროგრამული ხარვეზები, ვირუსები ან/და სხვა ნებისმიერი შეცდომა.

შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებისას

ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან მოიხსნას წინასწარი შეტყობინების გარეშე. Taon მომხმარებელს არ გაუწევს იმ სახის მომსახურებას, რომელიც მიაჩნია, რომ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

მომხმარებელს ეკრძალება ვებგვერდის არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის, Taon-ს სისტემებში არასანქცირებული შეღწევა, ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის არასათანადოდ გამოყენება ან სხვაგვარი ქმედება, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან ირიბი ზიანი მიაყენოს Taon-ს კანონით დაცულ ინტერესებს.

მარკეტინგი

ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება სარეკლამო, წამახალისებელი მასალების, მომხმარებლისათვის საინტერესო მომსახურების, პროდუქციისა და სერვისების გამოწერას. თანხმობის შემთხვევაში მომხმარებელი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიიღებს ვებგვერდის სიახლეებს, სხვადასხვა შეთავაზებასა და ინფორმაციას.

მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს Taon-ს ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით განაცხადოს უარი მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე.

საავტორო უფლებები

ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ტექსტი, გრაფიკული და ანიმაციური გამოსახულებები ექსკლუზიურად ეკუთვნის Taon-ს.

ვებგვერდზე პროდუქციის ყიდვით მომხმარებელზე არ გადადის არანაირი საავტორო უფლება.

Taon პატივს სცემს სხვა პირების საავტორო უფლებებს და მოუწოდებს მომხმარებელს დაიცვას -ს საავტორო უფლებები.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი საავტორო უფლებების მესაკუთრეა და თვლის, რომ მისი საავტორო უფლების დაცვის ობიექტი რაიმე ფორმით, კანონმდებლობის დარღვევით განთავსდა Taon-ზე, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს Taon-ს ელექტრონულ ფოსტაზე და მიუთითოს დანიშნულებაში საავტორო უფლების დარღვევა.

მესამე მხარე

Taon იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას სხვა ვებგვერდებთან მიმართებით, რომლებიც შესაძლებელია გარე ბმულის სახით განთავსებული იყოს Taon-ს ვებგვერდზე. სხვა ვებგვერდის შინაარსი, წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა განსხვავდებოდეს წინამდებარე პოლიტიკისგან. შესაბამისად, Taon მომხმარებელს მოუწოდებს გაეცნოს გარე ბმულის სახით მითითებული ვებგვერდის გამოყენების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.

წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს სხვა ნაწილის ბათილად ცნობას.

ცვლილებები და დამატებები

Taon იტოვებს უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ცვლილებების/დამატებების განხორციელების შემდეგ, Taon მომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელებას მიიჩნევს მომხმარებლის თანხმობად.