დაბრუნება & გაცვლა
ნივთის გამოყენების, დაბრუნების და გაცვლის პირობები:
შეძენილი ნივთის გამოყენების ზოგადი წესები:
-
ნივთის შეძენამდე, მნიშვნელოვანია ყველა ტექნიკურ მახასიათებლთან გაცნობა, რათა სწორად დადგინდეს ნივთის შესაბამისობა შენს წინაშე არსებული საჭიროებებთან;
-
შეძენილი ნივთის გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ინსტრუქციის მიხედვით;
ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია:
-
ნივთის ყუთში თანმხლებ დოკუმენტაციაზე;
-
საქართველოში რეგისტრირებულ ნომერზე დაკავშირებით, ან ონლაინ ჩატში, შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტებთან გასაუბრებით.
კატეგორიულად აკრძალულია:
-
ნივთების არადანიშნულებისამებრ გამოყენება;
-
ელექტრონული მოწყობილებების სხვა მოწყობილობის დამტენით, ან სადენით ელექტრო წრედში შეერთება;
-
ელექტრონული მოწყობილებების სხვა მოწყობილობის დამტენით, ან სადენით ელექტრო წრედში შეერთება;
-
ცვლადი დენის რისკის შემთხვევაში, აუცილებელია ელექტროენერგიის უწყვეტი კვების წყაროს (სტაბილიზატორის) გამოყენება;
ნივთის დაბრუნების შეცვლის პირობები:
ზოგადი ინსტუქცია:
-
ტექნიკური წუნის ან/და დადგენილი ვიზუალური დეფექტის გამო, ნივთის დაბრუნება ხდება მისი შეძენიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში;
-
დაბრუნების ძირითად პირობებს განსაზღვრავენ გამყიდველი მაღაზიები, მათი შიდა პოლიტიკის შესაბამისად;
-
კონკრეტულ მაღაზიაში არსებული გარანტიები, დაბრუნების და გაცვლის პირობები, ზუსტი ანალოგით ვრცელდება ნივთის Taon.ge -ზე გაყიდვის შემთხვევაში;
-
დაბრუნების პროცესის წამოსაწყებად, საჭიროა Taon.ge-ს ცხელ ხაზზე აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები: შეკვეთის ნომერი, შეკვეთის მისამართზე მიღების თარიღი; ტრანზაქციის (გადახდის) დამადასტურებელი ინფორმაცია;
თუ ნივთს გახსნისთანავე (ყუთიდან ამოღებისთანავე) აქვს ვიზუალური დეფექტი:
-
გადაიღეთ ვიზუალური დეფექტის ფოტოსურათები;
-
ნივთის მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში, დაუკავშირდით Taon.ge - ს და მიაწოდეთ ფოტო მასალა, შეკვეთის იდენტიფიცირებელი მონაცემები და ხარვეზის დეტალური აღწერილობა;
თუ შეძენილ ნივთს ჩაბარებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში აღმოჩნდება ქარხნული დეფექტი (არ მუშაობს):
-
დაზიანებული ნივთი აღნიშნულ ვადაში უნდა წარედგინოს იმ სერვის ცენტრს, რომელიც გამყიდველ მაღაზიას ემსახურება;
-
ნივთი, რომელზეც დადასტურდება ქარხნული დეფექტი, შეიცვლება გამყიდველი კომპანიის მიერ დადგენილი წესით.
-
ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ სრული კომპლექტაციით, აუცილებელია ყუთის და ყველა აქსესუარის შენახვა;
ნივთის დაბრუნების / შეცვლის პროცესის წამოწყება ასევე შესაძლებელია, თუ:
-
მომხმარებელთან მიტანილი ნივთი არ შეესაბამება შეკვეთაში არსებული ნივთის მახასიათებლებს;
-
ნივთი დაზიანდა მიტანის პროცესში (გარეგანი დაზიანებები);
ნივთის დაბრუნების/შეცვლის ვადები:
- ვადები დაცული იქნება გამყიდველი მაღაზიების და მათი მომსახურე სერვის ცენტრების შიდა სტანდარტების შესაბამისად;
უკან დაბრუნების/შეცვლის ტრანსპორტირების ხარჯები:
Taon.ge აანაზღაურებს პროდუქტის დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯებს, იმ შემთხვევაში თუ:
-
მომხმარებელთან მიტანილი ნივთი არ შეესაბამება შეკვთაში არსებული ნივთის მახასიათებლებს;
-
ნივთი დაზიანდა მიტანის პროცესში (გარეგანი დაზიანებები);
-
დადასტურდა ტექნიკური წუნი და ვიზუალური დეფექტი.