კოდე: TA664

Apple iPhone 15 Pro Max 256GB (ახალი)

4,149.00 ₾
თვეში 200 ლარიდან
მარაგშია
მიწოდება უფასოა მთელი საქართველოს მასშტაბით


  • მაღალი წარმადობის მქონე 6 ბირთვიანი Apple A17 Pro პროცესორი და 8 GB ოპერატიული მეხსიერება

 

  • LTPO Super Retina XDR OLED, 120 Hz, 1290 x 2796 გაფართოების მქონე ეკრანი

 

  • მაღალი რეზოლუციის მქონე სამმაგი კამერა ბუნებრივი ფერებით, ავტომატური ფოკუსირების, ოპტიკური სტაბილიზაციის ფუნქციებით და 5X ოპტიკური ზუმით

 

  • უსადენო დატენვის ფუნქცია, სწრაფი დატენვის რეჟიმი - 30 წუთში 50%-მდე დამუხტვის შესაძლებლობა

 

  • დახვეწილი, თხელი დიზაინი და ტიტანიუმის ჩარჩოები

  • გარანტია: 1 წელი


როგორ შევიძინო?

მიწოდება და დაბრუნება

დაგვიკავშირდით.

Apple iPhone 15 Pro Max აღჭურვილია მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე სწრაფი და ძლიერი Apple A17 Pro პროცესორით, იგი მარტივად გაუმკლავდება ნებისმიერ დავალებას და ელვის სისწრაფით, დაბრკოლების გარეშე შეასრულებს მას.

 

კომპანია Apple-ის უახლესი სმარტფონის ეკრანი დაცულია სპეციალური კერამიკის საფარით, რომელიც ყველაზე გამძლეა რაც კი აქამდე ნებისმიერ სმარტფონში შეგვხვედრია. ეკრანის განახლების სიხშირე 120 Hz-ია. ეკრანის განახლების სიხშირე გულისხმობს თუ წამში რამდენი ახალი კადრის ჩატვირთვა შეუძლია ეკრანს. 120 Hz კი უზრუნველყოფს სქროლინგისას კადრის უფრო გლუვად გადასვლას და ცვლილებას, რაც უფრო ეფექტურს ხდის გეიმინგს და კონტენტის ათვისებას.

 

აგრეთვე, iPhone 15 Pro Max მოდელი აღჭურვილია საუკეთესო სამმაგი კამერით - 48 მეგაპიქსელიანი ძირითადი და 12 მეგაპიქსელიანი წინა კამერა უმაღლესი ხარისხის პროფესიონალური ფოტოების გადაღებას უზრუნველყოფს. ძირითად კამერას აქვს ავტომატური ფოკუსირება და ოპტიკური სტაბილიზაცია (OIS), რაც გულისხმობს, რომ ფოტოს და ვიდეოს გადაღების პროცესში, მოძრაობისას კადრი არ ირხევა.

 

ძლიერი ელემენტის წყალობით, iPhone 15 Pro Max მთელი დღე თქვენი ნებისმიერი დავალების შესასრულებლად მზად არის. თქვენ შეგიძლიათ მარტივად დაუკავშიროთ ტელეფონი ყურსასმენებსა, პორტატულ დინამიკებს და უსმინოთ მუსიკას მთელი დღის განმავლობაში. სმარტფონს აქვს სწრაფი დატენვის რეჟიმი, 20 W სიმძლავრით, 0-50%-მდე 30 წუთში დაიმუხტება. ასევე აქვს უსადენო დატენვის და ენერგიის უსადენოდ გაზიარების ფუნქციები. 

 

მობილური ტელეფონის ტიტანიუმის კორპუსი, დახვეწილი და თანამედროვე დიზაინი გულგრილს არავის დატოვებს.