კოდე: TA2030

ხელის მტვერსასრუტი Dyson SV27 V10 Absolute Vacuum Cleaner Gold

1,999.00 ₾
თვეში 96 ლარიდან
მარაგშია
მიწოდება უფასოა მთელი საქართველოს მასშტაბით


  • სწრაფი და ეფექტური წმენდა ყველა ზედაპირისთვის

 

  • ერთი დამუხტვით 60 წუთამდე მუშაობის შესაძლებლობა

 

  • თმის და ცხოველის ბეწვის მოცილების უახლესი ტექნოლოგია

 

  • მარტივად გაწმენდა რთულად მისადგომ ადგილებში

 

  • შეხების გარეშე კონტეინერის დაცლის შესაძლებლობა


როგორ შევიძინო?

მიწოდება და დაბრუნება

დაგვიკავშირდით.

  • ბრენდი: Dyson
  • მოდელი: SV27 V10 Absolute
  • ტიპი: ხელის მტვერსასრუტები
  • სიმძლავრე: 525 W
  • მტვრის კონტეინერის ტიპი: ტომსიკის გარეშე
  • მტვრის კონტეინერის ზომა: 0.75 ლ
  • წმენდის ტიპი: მშრალი
  • ფუნქციები: მტვრის ძლიერი შესრუტვა, ქსოვილის და ხალიჩების წმენდა, სპეციალური თავები სხვადასხვა ზედაპირებისთვის, თმის დაუბრკოლებლად შესრუტვა, დატენვის ფუნქცია, კუთხეების ათვისება
  • ენერგიის წყარო: აკუმულატორი. ელექტრო ქსელი
  • მუშაობის დრო აკუმულატორით: 60 წუთი
  • დატენვის დრო: 3.5 სთ
  • ფილტრი: HEPA
  • ხმაურის დონე: 87 dB
  • შესრუტვის სიმძლავრე: 150 AW
  • წონა: 2.67 კგ
  • გარანტიის ვადა: 2 წელი


Dyson SV27 V10 პორტატული მტვერსასრუტი სწრაფად და ეფექტურად ასუფთავებს სახლს. Dyson-ის უსადენო ტექნოლოგიის მრავალფეროვნება აადვილებს თქვენი სახლის დასუფთავებას ძნელად მისადგომი ადგილებში. ძლიერი, ციკლონური შესრუტვის მქონე, პორტატული მტვერსასრუტის გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის მყარ იატაკზე და ხალიჩებზე, ასევე მარტივად იღებს მტვერს, ნამცეცებს თმასა და ცხოველის ბეწვს.

 

Dyson SV27 V10 მოწყობილობა ვერტიკალური მტვერსასრუტიდან სულ რამდენიმე წამში შეგიძლიათ აქციოთ ხელის მტვერსასრუტად, რომელიც დაგეხმარებათ გაწმინდოთ რბილი ავეჯი, მანქანის სალონი, ძნელად მისადგომი კუთხეები და მაღალი თაროები. მტვერსასრუტი ერთი სრული დამუხტვით 60 წუთამდე მუშაობს, აქვს სიმძლავრის 3 დონე. კედლის სამაგრის წყალობით აპარატის შენახვა ძალიან მარტივია. დამუხტვა შესაძლებელია საკიდზე ჩამოკიდებით.

 

მტვერსასრუტის კომპლექტაციაშია სხვადასხვა დანიშნულების თავაკები: ნეილონის ჯაგარი ღრმად აღწევს ხალიჩის ქსოვილში და ეფექტურად აშორებს ჩამჯდარ ჭუჭყს; თმისა და ცხოველი ბეწვის მოსაშორებელი თავაკი, რბილი ნახშირბადის ბოჭკოვანი ჯაგრისებით ეფექტურად აშორებს წვრილ მტვერს, ხოლო ნეილონის ჯაგრისი ხელს უწყობს დიდი ნარჩენების ამოღებას; ქსოვილისა და ლეიბის თავაკი- აშორებს ჭუჭყს და ალერგენებს ლეიბებიდან და პერანგებიდან. Crevice თავაკი - შექმნილია კიდეებისა და ძნელად მისაღწევი ადგილებისთვის; კომბინირებული თავაკი - ორი ხელსაწყო ერთში - ფართო საქშენი და ფუნჯი, სხვადასხვა რეჟიმებს შორის სწრაფი გადართვისთვის.