კოდე: TA967

Samsung Galaxy S24 S921B 5G 8/128GB

2,449 ₾
თვეში 118 ლარიდან
მიწოდება უფასოა მთელი საქართველოს მასშტაბით


  • მაღალი გარჩევადობის მქონე, Dynamic LTPO AMOLED 2X, 120Hz ეკრანი საუკეთესო გამოსახულებისთვის
  •  
  • მაღალი რეზოლუციის მქონე კამერა, OIS და ოპტიკური ზუმით, შესანიშნავი ხარისხის ფოტოებისა და ვიდეოებისთვის
  •  
  • მაღალი წარმადობის მქონე, Exynos 2400 8 ბირთვიანი პროცესორი
  •  
  • გამძლე, უსაფრთხო და ენერგოეფექტური ბატარეა: სწრაფი დატენვის, უსადენო დატენვის და ენერგიის უსადენოდ გაზიარების რეჟიმები
  •  
  • ალუმინის ჩარჩო და Corning Gorilla Glass Victus 2 მინისგან დამზადებული, IP68 რეიტინგის მქონე, დაცული კორპუსი
  •  
  • სმარტფონს მოყვება (Samsung Smart Care) ეკრანის 1 წლიანი გარანტია 
  •  


როგორ შევიძინო?

მიწოდება და დაბრუნება

დაგვიკავშირდით.

Samsung Galaxy S24 სმარტფონი, შესანიშნავი ხარისხის ფოტოებითა და ვიდეოებით ნამდვილად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას.  50 MP მაღალი რეზოლუციის მქონე კამერას პროფესიონალური დონის ფოტოების გადაღება შეუძლია. ღამის გადაღების რეჟიმი საშუალებას გაძლევთ დაბალი განათების პირობებში ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე, გადაიღოთ უმაღლესი ხარისხის ფოტოები. ძირითად კამერას აქვს 3x ოპტიკური ზუმი და ოპტიკური სტაბილიზაცია (OIS), რომელიც გულისხმობს, რომ ფოტოს და ვიდეოს გადაღების პროცესში, მოძრაობისას კადრი არ ირხევა.

 

Exynos 2400 რვაბირთვიანი, მაღალი წარმადობის მქონე პროცესორი უზრულველყოფს, რომ ნებისმიერი ოპერაცია სწრაფად და შეუფერხებლად შესრულდეს.

 

Samsung Galaxy S24 -ის 1080 x 2340 გაფართოების მქონე Dynamic LTPO AMOLED 2X ეკრანი საუცხოო კონტრასტით აჩვენებს გამოსახულებას, ნებისმიერი დახრილობის კუთხიდან. ეკრანის განახლების სიხშირე 120 Hz-ია, რაც გულისხმობს თუ წამში რამდენი ახალი კადრის ჩატვირთვა შეუძლია ეკრანს. 120 Hz კი უზრუნველყოფს სროლინგისას კადრის უფრო გლუვად გადასვლას და ცვლილებას. რაც უფრო ეფექტურს ხდის გეიმინგს და კონტენტის ათვისებას.

 

მობილურ ტელეფონს - Galaxy S24 აქვს სწრაფი დატენვის რეჟიმი, 25 W სიმძლავრით, 0-100%-მდე 1 საათსა და 30 წუთში დაიმუხტება. ასევე აქვს უსადენო დატენვის და ენერგიის უსადენოდ გაზიარების ფუნქციები. თქვენ შეგიძლიათ მარტივად დაუკავშიროთ ტელეფონი ყურსასმენებსა და პორტატულ დინამიკებს და უსმინოთ მუსიკას მთელი დღის განმავლობაში. 

 

Samsung Galaxy S24 სმარტფონის კორპუსს აქვს IP68 რეიტინგი, რაც ნიშნავს რომ სმარტფონის გამოყენებას შეძლებთ წვიმაში, ნესტში და 30 წუთის განმავლობაში, ერთ მეტრამდე წყალქვეშაც კი. ასევე აღჭურვილია ახალი დამცავი ფენით, ალუმინის ჩარჩოთი და Corning Gorilla Glass Victus 2 მინით, რომელიც მდგრადია დაცემისა და ნაკაწრებისადმი.