კოდე: TA1416
Samsung Galaxy Z Flip 6 12GB/256GB
- 8 ბირთვიანი Qualcomm SM8650-AB Snapdragon 8 Gen 3 პროცესორი მაღალი წარმადობით შეუფერხებელი მუშაობისთვის
- მაღალი გარჩევადობის მქონე გამოსახულება და კეცვადი Dynamic LTPO AMOLED 2X ეკრანი 1080 x 2640 გაფართოებით
- უნიკალური Flex რეჟიმი Galaxy AI-სთან ერთად - ფოტოს გადაღება, მუსიკის მოსმენა, შეტყობინებების შემოწმება და სხვა მრავალი ფუნქცია ტელეფონის გახსნის გარეშე
- სწრაფი დამუხტვის რეჟიმი - 30 წუთში 0-50%-მდე დამუხტვის შესაძლებლობა, უსადენო დამუხტვის და ენერგიის უსადენოდ გაზიარების ფუნქციები
- უძლებს გახსნა-დახურვის 200 000-მდე ციკლს
- ალუმინის წყალგამძლე კორპუსი, კომპაქტური ზომა და გამორჩეული დიზაინი
როგორ შევიძინო?
- თიბისი ბანკი GE10TB7728936020100009
- საქართველოს ბანკი GE11BG0000000543889603
მიწოდება და დაბრუნება
დაგვიკავშირდით.
Samsung Galaxy Z Flip6 - წყალგამძლე, დასაკეც სმარტფონს თანამედროვე, კომპაქტური დიზაინი აქვს და ხაზს უსვამს განსაკუთრებულ სტილს.
ფოტოების გადაღება, მუსიკის მოსმენა, შეტყობინებების შემოწმება და ბევრი სხვა რამ მობილურის გახსნის გარეშე, გარე ეკრანზე, დაკეცილ მდგომარეობაშიც შეგიძლიათ.
Samsung Galaxy სერია Z გამოირჩევა საოცარი ფერებით. 1080 x 2640 გაფართოების მქონე Foldable Dynamic LTPO AMOLED 2X ეკრანი საუცხოო კონტრასტით აჩვენებს უწყვეტ გამოსახულებას, ნებისმიერი დახრილობის კუთხიდან. ეკრანის განახლების სიხშირე 120 Hz-ია, რაც გულისხმობს თუ წამში რამდენი ახალი კადრის ჩატვირთვა შეუძლია ეკრანს. 120 Hz კი უზრუნველყოფს სქროლინგისას კადრის უფრო გლუვად გადასვლას და ცვლილებას. რაც უფრო ეფექტურს ხდის გეიმინგს და კონტენტის ათვისებას.
სმარტფონის კორპუსს IP48 რეიტინგი, რაც ნიშნავს რომ სმარტფონის გამოყენებას შეძლებთ წვიმაში, ნესტში და 30 წუთის განმავლობაში, ერთ მეტრამდე წყალქვეშაც კი. ასევე აღჭურვილია ახალი დამცავი ფენით, ალუმინის ჩარჩოთი და Gorilla Glass Victus 2 მინით, რომელიც მდგრადია დაცემისა და ნაკაწრებისადმი.
Galaxy Z Flip6-ის ორმაგი კამერით საოცარი ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება შეგიძლიათ. უბრალოდ აირჩიეთ სასურველი კადრი, იპოვეთ თქვენი კუთხე და გადაიღეთ ყველაფერი უნიკალური სელფებიდან დაწყებული ღამის ჰიპერლაფსის მომხიბვლელ კადრებამდე. ძირითად კამერას აქვს ავტომატური ფოკუსირება და ოპტიკური სტაბილიზაცია (OIS), რომელიც გულისხმობს, რომ ფოტოს და ვიდეოს გადაღების პროცესში, მოძრაობისას კადრი არ ირხევა. Flex კამერა Galaxy AI-სთან ერთად ფოტოს საუკეთესო რაკურსს თვითონ შეარჩევს.
Qualcomm SM8650-AB Snapdragon 8 Gen 3 8 ბირთვიან პროცესორს აქვს ძლიერი წარმადობა, თამაშისა და სხვა ოპერაციების შესრულებისას მუშაობას არ ანელებს.
ძლიერი ბატარეა მთელი დღე, სრული დატვირთვით, მუშაობის საშუალებას იძლევა. სმარტფონს აქვს სწრაფი დატენვის რეჟიმი, 25 W სიმძლავრით, 0-50%-მდე 30 წუთში დაიმუხტება. ასევე აქვს უსადენო დატენვის და ენერგიის უსადენოდ გაზიარების ფუნქციები. ენერგოეფექტური ბატარეას შეუძლია უზრუნველყოს 68 საათიანი მუსიკის მოსმენის დრო, 23 საათი ვიდეოს ყურებისთვის და 20საათი ვებ ბრაუზინგისთვის.
სმარტფონი მარტივად შეგიძლიათ დაუკავშიროთ ყურსასმენებსა, პორტატულ დინამიკებს და უსმინოთ მუსიკას მთელი დღის განმავლობაში. ასევე შეგიძლიათ მუდმივად იყოთ დაკავშირებული სახლის სმარტ გაჯეტებთან, დაინახოთ ვინ გესტუმრათ და 24 საათის განმავლობაში ადევნოთ თვალი კამერის ჩანაწერებს.