კოდე: TA2215

Samsung WD10T654CBX/LP სარეცხი მანქანა

2,499.00 ₾
თვეში 120 ლარიდან
არ არის მარაგში

  • ბრენდი: Samsung

  • მოდელი/PN: WD10T654CBX/LP

  • ტიპი: რეცხვა და გაშრობა

  • გარანტია: 2 წელი

როგორ შევიძინო?

მიწოდება და დაბრუნება

დაგვიკავშირდით.

  • კონსტრუქციის ტიპი: ცალკე მდგომი
  • კონტროლის ტიპი: ელექტრო / ღილაკები
  • ეკრანი: დიახ
  • ძრავის ტიპი: ციფრული ინვერტერული ძრავი
  • რეცხვის კლასი: A
  • ჩატვირთვის ტიპი: წინა
  • რეცხვის სიმძლავრე: 10.5 kg
  • AddWash - სარეცხის დამატება: დიახ
  • ეკო ქაფი: დიახ
  • ორთქლით რეცხვა: დიახ
  • დატრიალების კლასი: A
  • დატრიალების სიჩქარე: 1400
  • სიჩქარის რეგულირება: დიახ
  • მაქსიმალური ჩატვირთვა (ტევადობა): 7 kg
  • წყლის მოხმარება ერთი ციკლისას: 147 L
  • ხმაურის დონე (რეცხვა): 52 dB
  • ხმაურის დონე (მშრალი): 62 dB
  • ხმაურის დონე (დატრიალება): 73 dB
  • სარეცხი ცილინდრი (დოლურა): უჟანგავი ფოლადისგან
  • სარეცხი ცილინდრის (დოლურას) წმენდის ფუნქცია: დიახ
  • ფერი: ვერცხლისფერი
  • ზომები (სიმაღლე x სიგანე x სიღრმე): 85 x 60 x 60 cm cm
  • წონა: 80 კგ


EcoBubble გენერატორი უზრუნველყოფს იდეალურ რეცხვას, წყლის დაბალ ტემპერატურაზეც*. სარეცხი საშუალებები გადაიქცევა თხევად ბურთულებად, ადვილად აღწევს ქსოვილში, აშორებს ჭუჭყს, იცავს ქსოვილს დაზიანებისგან და ზოგავს ელექტროენერგიას**.


რეცხვა კიდევ უფრო ადვილი და ეფექტურია პროგრამის ჭკვიანური შერჩევით. ხელოვნური ინტელექტის სისტემა გირჩევს რეცხვის საუკეთესო ციკლებს. SmartThings* აპლიკაცია საშუალებას გაძლევს, ნახო ოპტიმალური ციკლები, დააყენო განრიგი და უზრუნველყო პრობლემების გადაწყვეტა დისტანციურად.

დაგავიწყდა მაისური? AddWash კარი აადვილებს და აჩქარებს ტანსაცმლის დამატებას* რეცხვის ციკლის დაწყების შემდეგაც კი**. ამასთან, შეგიძლია ამოიღო გარეცხილი ტანსაცმელი, რომლის გაშრობაც გსურს.

განაახლე ტანსაცმელი გარეცხვის, გაწმენდის, ადუღების ან სარეცხი საშუალებების გამოყენების გარეშე. ჰაერის წმენდის ტექნოლოგია საშუალებას გაძლევს, დეზინფექცია ჩაუტარო ტანსაცმელს და თეთრეულს, დიდხანს სუფთად შენარჩუნებისთვის. უსიამოვნო სუნი გადის ბაქტერიების 99.9%-ის მოცილებით*, ცხელი ჰაერის მეშვეობით.

შენი ტანსაცმელი მზად იქნება ერთ საათზე ნაკლებ დროში. 59-წუთიანი სწრაფი რეცხვის ციკლი* გარეცხავს და გაწურავს ტანსაცმელს. Eco Bubble™ ტექნოლოგიის და მძლავრი გაწურვის ციკლის მეშვეობით, რომელიც ჭარბ ტენს აცილებს, სუფთა ტანსაცმელი მზად გექნება უმოკლეს დროში.

ორთქლით ღრმა წმენდა. ორთქლით რეცხვა აუმჯობესებს ტანსაცმლის გაწმენდის ხარისხს, წინასწარი დამუშავების გარეშე. ორთქლი კამერას მიეწოდება ქვემოდან, ტანსაცმლის მთლიანად გასაჯერებლად. ორთქლი აშორებს ჭუჭყის ნაწილაკებს, ბაქტერიების 99.9%-ს და ალერგენებს*.

ენერგიის ხარჯის შემცირება, ნაკლები ხმაური და ექსპლუატაციის გაზრდილი ვადა. ციფრული ინვერტორული ძრავა იყენებს ძლიერ მაგნიტებს და არ იყენებს ტრადიციულ ჯაგრისებს, რაც აუმჯობესებს რეცხვის ეფექტურობას და ამცირებს ენერგიის მოხმარებას უნივერსალურ ძრავთან შედარებით. ელექტროძრავა გამოირჩევა განსაკუთრებული გამძლეობით * და აქვს 10 წლიანი გარანტია.

ინარჩუნებს სისუფთავეს, იცავს გარემოს და ამცირებს ელექტროენერგიის გადასახადს. Drum Clean ფუნქცია ანადგურებს ბაქტერიების 99.9%-ს*, აქრობს უცხო სუნს. წმენდა მხოლოდ ძლიერი პულსირებული ჭავლით, სარეცხი საშუალების გამოყენების გარეშე. ბარაბნის წმენდის აუცილებლობის გაფრთხილება**.

უჯრის სპეციალური დიზაინის და წყლის მიწოდების სპეციალური ალგორითმის მეშვეობით, სარეცხი საშუალება მთლიანად იხარჯება, ნარჩენების გარეშე. სარეცხი საშუალებების მოხმარება მაქსიმალურად ეფექტურია, ხოლო უჯრა ყოველთვის ჰიგიენურად სუფთაა.

ძლიერ დაბინძურებული ტანსაცმელიც კი სუფთა ხდება. ბუშტულებით გაჟღენთვის ფუნქცია ხელს უწყობს სხვადასხვა სახის ლაქების მოცილებას, მაგალითად სისხლის, ჩაის, ღვინის და ბალახის. ტანსაცმელი საფუძვლიანად იჟღინთება აქტიური ქაფის ბუშტებით, ჭუჭყის და ლაქების ეფექტურად მოსაცილებლად*.